ანგარიშის წაშლა

gamige-ის ანგარიშის და მასთან დაკავშირებული ყველა მონაცემის წაშლა ორი გზით შეიძლება:

1. აპლიკაციიდან

• გახსენით „პროფილი“ → „ანგარიშის წაშლა“ → დაადასტურეთ. წაშლა მყისიერია.

2. ელფოსტით

• გამოგზავნეთ წერილი იმ ელფოსტიდან, რომლითაც დარეგისტრირდით, მისამართზე [email protected], თემა „ანგარიშის წაშლა“. წაშლას 10 სამუშაო დღეში შევასრულებთ და დაგიდასტურებთ.

რა იშლება

• ელფოსტა, სახელი, პაროლის ჰეში, ფასის შეტყობინებები და სესიები. წაშლის შემდეგ აღდგენა შეუძლებელია.

რა რჩება

• ანონიმური სერვერის ლოგები (IP, დრო) 30 დღით, უსაფრთხოების მიზნით. ისინი ანგარიშთან დაკავშირებული არ არის.

მომსახურების პირობები · კონფიდენციალურობის პოლიტიკა · [email protected]

ფასების შედარება საქართველოს მაღაზიებში

გამიგე ყოველდღე აგროვებს და ადარებს 70 000-ზე მეტი პროდუქტის ფასს 18 ქართულ სავაჭრო ქსელში, რომ ერთი ძებნით ნახო, სად არის იაფი. ფასები მაღაზიების ოფიციალური ონლაინ-არხებიდან ახლდება დღეში რამდენჯერმე.

აფთიაქი — 3 ქსელი

PSP, ავერსი და ფარმადეპო. 45 000-ზე მეტი მედიკამენტი, ვიტამინი და კოსმეტიკა — იგივე წამალი ხშირად 20–40%-ით განსხვავებული ფასით იყიდება.

ტექნიკა — 4 მაღაზია

Alta, Kontakt, Megatechnica და Alneo. 9 000-ზე მეტი ტელეფონი, ლეპტოპი, ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ფასის ისტორიით.

როგორ მუშაობს

  1. მოძებნე პროდუქტი სახელით ან დაასკანერე ბარკოდი ტელეფონით.
  2. ნახე ფასები ყველა მაღაზიაში ერთ ბარათზე — აქციებით, ძველი ფასით და ფასის ისტორიით.
  3. დააყენე ფასის ალერტი და შეგატყობინებთ, როცა პროდუქტი გაიაფდება.

გამიგე უფასოა და რეგისტრაციას არ ითხოვს. ფასი და მარაგი შეიძლება ფილიალების მიხედვით განსხვავდებოდეს — საბოლოო ფასი ყოველთვის მაღაზიაში დაზუსტდება. კითხვები და თანამშრომლობა: [email protected]