გამიგე პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას და იცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. კითხვებისთვის მოგვწერეთ [email protected]ზე.
• ელექტრონული ფოსტის მისამართი და სახელი (სახელი არასავალდებულო); Google-ით შესვლისას იგივე მონაცემები Google-ის ანგარიშიდან
• პაროლი (მხოლოდ დაშიფრული სახით)
• საძიებო მოთხოვნები, კალათაში დამატებული პროდუქტები და ფასის შეტყობინებები
• ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი და ბრაუზერის ტიპი სერვერის ლოგებში
• მობილურ აპლიკაციაში კამერა გამოიყენება მხოლოდ ბარკოდის წასაკითხად; ფოტო და ვიდეო არ ინახება და არსად იგზავნება.
• ანგარიშის შექმნა და ავტორიზაცია
• ფასის შეტყობინებების გაგზავნა თქვენი მოთხოვნით
• სერვისის გაუმჯობესება ანონიმური სტატისტიკით
• ვიყენებთ Google Analytics-ს ანონიმური სტატისტიკისთვის და Cloudflare-ს უსაფრთხოებისთვის.
• საიტი იყენებს localStorage-ს სესიისა და პარამეტრების შესანახად. სარეკლამო ქუქიებს არ ვიყენებთ.
• მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე ევროკავშირში (გერმანია).
• ანგარიშის მონაცემები ინახება ანგარიშის წაშლამდე, სერვერის ლოგები 30 დღე.
• ჩვენ არ ვყიდით და არ გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეებს, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკური სერვისებისა და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
• საკუთარ მონაცემებზე წვდომა და მათი კორექცია
• ანგარიშის და ყველა მონაცემის წაშლა ნებისმიერ დროს — აპლიკაციაში „პროფილი → ანგარიშის წაშლა“, ან ამ გვერდით
• შეტყობინებების მიღების შეწყვეტა
• საჩივრის შეტანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში
• მოთხოვნებს ვპასუხობთ 10 სამუშაო დღეში.
• სერვისით სარგებლობა დაშვებულია 16 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.
მომსახურების პირობები · კონფიდენციალურობის პოლიტიკა · [email protected]
გამიგე ყოველდღე აგროვებს და ადარებს 70 000-ზე მეტი პროდუქტის ფასს 18 ქართულ სავაჭრო ქსელში, რომ ერთი ძებნით ნახო, სად არის იაფი. ფასები მაღაზიების ოფიციალური ონლაინ-არხებიდან ახლდება დღეში რამდენჯერმე.
Carrefour, SPAR, VAKE by SPAR, Goodwill, Agrohub, Europroduct, 2 ნაბიჯი, Magniti, Gvirila, TURSA, Georgita. 16 000-ზე მეტი პროდუქტი: რძის ნაწარმი, ხორცი, ბაკალეა, სასმელი, ჰიგიენა და ტკბილეული.
PSP, ავერსი და ფარმადეპო. 45 000-ზე მეტი მედიკამენტი, ვიტამინი და კოსმეტიკა — იგივე წამალი ხშირად 20–40%-ით განსხვავებული ფასით იყიდება.
Alta, Kontakt, Megatechnica და Alneo. 9 000-ზე მეტი ტელეფონი, ლეპტოპი, ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ფასის ისტორიით.
გამიგე უფასოა და რეგისტრაციას არ ითხოვს. ფასი და მარაგი შეიძლება ფილიალების მიხედვით განსხვავდებოდეს — საბოლოო ფასი ყოველთვის მაღაზიაში დაზუსტდება. კითხვები და თანამშრომლობა: [email protected]