მომსახურების პირობები

გამიგე არის ფასების შედარების პლატფორმა.

სერვისით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს:

• ფასები აღებულია მაღაზიების ოფიციალური ონლაინ-არხებიდან (საიტი, Glovo, Wolt) და ინფორმაციული ხასიათისაა. ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალებს და არხებს შორის, ასევე მაღაზიაში თაროზე არსებული ფასისგან.

• ფასები ახლდება ავტომატურად, დღეში რამდენჯერმე. განახლების დრო თითო პროდუქტზე წერია. პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი ფასის ცვლილებაზე, რომელიც ბოლო განახლების შემდეგ მოხდა.

• მომხმარებელმა თავად უნდა გადაამოწმოს ფასი და მარაგი შეძენისას.

• პლატფორმა არ არის მაღაზია და პროდუქტებს არ ყიდის. მაღაზიის საიტზე გადასვლის შემდეგ მოქმედებს ამ მაღაზიის პირობები, რომლებზეც გამიგე პასუხს არ აგებს.

• ბრენდები და ლოგოები მათი მფლობელების საკუთრებაა და მხოლოდ მაღაზიისა და პროდუქტის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება. გამიგე მაღაზიებთან და მწარმოებლებთან აფილირებული არ არის.

• მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო რჩევა არ არის. გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

• თუ ფასში შეცდომას შენიშნავთ, მოგვწერეთ [email protected]ზე. მაღაზიისა და მწარმოებლის მოთხოვნას ფასის დაზუსტებაზე 24 საათში ვამოწმებთ.

• რეგისტრაციისთვის საჭიროა მინიმუმ 16 წლის ასაკი და სწორი ელფოსტის მისამართი. წესების დარღვევისას ანგარიში შეიძლება შეიზღუდოს ან გაუქმდეს.

• აკრძალულია სერვისის ავტომატური (ბოტით) გამოყენება და გამიგეს მონაცემების კოპირება, გავრცელება ან გადაყიდვა წერილობითი ნებართვის გარეშე.

• სერვისი მოწოდებულია „როგორც არის" პრინციპით, გარანტიების გარეშე.

• ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ეს პირობები; ცვლილების შესახებ საიტზე წინასწარ შეგატყობინებთ.

მომსახურების პირობები · კონფიდენციალურობის პოლიტიკა · [email protected]

ფასების შედარება საქართველოს მაღაზიებში

გამიგე ყოველდღე აგროვებს და ადარებს 70 000-ზე მეტი პროდუქტის ფასს 18 ქართულ სავაჭრო ქსელში, რომ ერთი ძებნით ნახო, სად არის იაფი. ფასები მაღაზიების ოფიციალური ონლაინ-არხებიდან ახლდება დღეში რამდენჯერმე.

აფთიაქი — 3 ქსელი

PSP, ავერსი და ფარმადეპო. 45 000-ზე მეტი მედიკამენტი, ვიტამინი და კოსმეტიკა — იგივე წამალი ხშირად 20–40%-ით განსხვავებული ფასით იყიდება.

ტექნიკა — 4 მაღაზია

Alta, Kontakt, Megatechnica და Alneo. 9 000-ზე მეტი ტელეფონი, ლეპტოპი, ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ფასის ისტორიით.

როგორ მუშაობს

  1. მოძებნე პროდუქტი სახელით ან დაასკანერე ბარკოდი ტელეფონით.
  2. ნახე ფასები ყველა მაღაზიაში ერთ ბარათზე — აქციებით, ძველი ფასით და ფასის ისტორიით.
  3. დააყენე ფასის ალერტი და შეგატყობინებთ, როცა პროდუქტი გაიაფდება.

გამიგე უფასოა და რეგისტრაციას არ ითხოვს. ფასი და მარაგი შეიძლება ფილიალების მიხედვით განსხვავდებოდეს — საბოლოო ფასი ყოველთვის მაღაზიაში დაზუსტდება. კითხვები და თანამშრომლობა: [email protected]